თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ხელბურთელ კაცთა ჩემპიონატის მორრიგი მატჩები. ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა „სამტრედიამ”. მან 36:34 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტის გუნდი. „სტუ-იმედმა” კი 31:20 სძლია წყალტუბოს „პრომეთეს”.
სადღეისოდ, გუნდებს თამაშების არათანაბარი რაოდენობა აქვთ. ოთხ გუნდს 6 ქულა დაუგროვდა, ოღონდ „სამტრედიასა” და „იმედს” 5 თამაშის შემდეგ, ხოლო „ქუთაისსა” და „პეგასს” მათზე ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
„სამტრედია” სპორტის უნივერსიტეტის გუნდთან მეორე ტაიმის დასაწყისში 6 ბურთით დაწინაურდა, მაგრამ სტუდენტებმა ანგარიში გაათანაბრეს — 33:33. და მაინც, თამაში სამტრედიელთა სასარგებლოდ დასრულდა: 34:36.
ახლა ჩემპიონატში რამდენიმედღიანი შესვენებაა. თამაშები 3 და 4 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდება, სადაც „ქუთაისი” და ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები” თბილისის „პეგასსა” და „გორს” შეხვდებიან. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი სამწრიანი რეგულარული ნაწილისგან და ფინალური ოთხეულის შეხვედრებისგან შედგება. ფინალური ოთხეული ნახევარფინალებს, მესამე ადგილისთვის მატჩსა და ფინალს ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
