მაკედონიის ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატში გაიმართა ლიდერთა შეხვედრა — „კუმანოვომ” ქვეყნის ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” დაამარცხა: 38:27. მატჩის საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების წევრი, ხაზის მოთამაშე მედეა ჩოხელი, რომელმაც 10 გოლი გაიტანა.

„კუმანოვო” შარშანდელი ვერცხლის პრიზიორია. შეხვედრის წინ მასაც და „მეტალურგსაც”  9 ქულა ჰქონდა.

საინტერესოა, რომ „კუმანოვოს” პირველი ოთხი გოლი მედეამ გაიტანა, ხოლო როდესაც მეტოქემ ქართველი მჭიდროდ აიყვანა, კუმანოვოს ყველა მოთამაშეს ხელ-ფეხი გაეხსნა. ჩოხელს მეორე ტაიმის შუაში ცხრა დარტყმიდან 9 გოლი ჰქონდა გატანილი, შემდეგ ორჯერ ააცილა, მაგრამ ათ გოლამდე მაინც ავიდა.

მედეა ჩოხელის გოლები იხილეთ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუქზე: https://www.facebook.com/GEONHF/videos/736921656827028