„თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიური ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თანხმობით რომ მეპასუხა, დარწმუნებული ვარ, ნათქვამს შეასრულებდა. მას ვუპასუხე, რომ მეტოქის მიმართ  წყენა არ მქონდა, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოედანზევე დარჩა,“ – ახლახან გადაღებულ დოკუმენტურ  ფილმში კოლუმბიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ფაუსტინო ასპრილია…

მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის კოლუმბია – პარაგვაის შესარჩევი მატჩის ბოლოსკენ მასპინძელთა მრისხანე ფორვარდი და სტუმართა გიჟმაჟი მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი ერთმანეთისკენ გაიქაჩნენ, ერთი-ორი წუხლიც მოიქნიეს და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. მსაჯმა მოედნიდან ორივე გააძევა… შემდეგ კი რაც მოხდა, ფაუსტინო ასპრილიამ კინოკამერის წინ დაფრქვა…

ჰოდა, კოლუმბიელებისა და იქაურ ნარკობარონების ამბავი ხომ იცით?! საბრალო ანდრეს ესკობარზეც ხომ გსმენიათ?!

ბედად და, ასპრილიას დამსახურებით ხოსე ლუის ჩილავერტი გადარჩა…