საქართველოს ხელბბურთელთა ჩემპიონატში დასავლეთის გუნდები ჩაერთნენ. ქუთაისის სპორტის სასახლეში დღეს ორი შეხვედრა გაიმართა, საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს” 33:22, „ქუთაისმა” კი აჯობა „სამტრედიას” 42:27.
ხვალ BSB ხვდება „სამტრედიას”, ხოლო „წყალტუბო” და „ქუთაისი” ერთმანეთში გაარკვევენ მიმავალი ქარისა და ქულის ამბავს.
რიონისპირული შეკრების მთავარი შეხვედრა კი ზეგ გაიმართება, როდესაც BSB და „ქუთაისი” ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან.
კვლავ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი სამი წრისა და „ფინალური ოთხეულისგან” შედგება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
