კენიელი მძლეოსნები ჯეფრი კიპსანგ კამვორორი და ჯოისილინ ჯეპკოსგეი ნიუ იორკის ყოველწლიური მარათონის გამარჯვებულები გახდნენ. ამ ქალაქში მარათონი ტრადიციულად ნოემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება.

ჯეფრი კიპსანგ კამვორორისთვის ეს ნიუ იორკში მოგებული პირველი ტიტული არ არის, კენიელმა აქ 2017 წელსაც გაიმარჯვა. ამჯერად მისი შედეგი 2 საათი 8 წუთი და 13 წამი იყო.

ქალთა შორის საუკეთესო ჯოისილინ ჯეპკოსგეიმ კი ფინიშის ხაზი სტარტიდან 2 საათში 22 წუთსა და 38 წამში გადაკვეთა.

წილი
წინა სტატიაბაიერნმა კოვაჩი გააძევა
შემდეგი სტატიაიყო!
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.