კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ინტერის” მწვრთნელი ანტონიო კონტე „ბარსელონას” ფეხბურთელებით, არტურო ვიდალითა და ივან რაკიტიჩით არის დაინტერესებული.

იტალიურ „კორიერე დელო სპორტზე” დაყრდნობით „სპორტი” გვამცნობს, რომ „ნეროაძურის” მთავარი მიზანი მაინც უფრო ვიდალია, ვიდრე რაკიტიჩი.

„ჩელსის” ყოფილ თავკაცს სურს იანვარში თავისი გუნდის შემადგენლობა გააძლიეროს. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმდე” კონტე „იუვენტუსსაც” ედგა სათავეში და ჩილელ ნახევარმცველს სწორედ იმ დროიდან იცნობს. პრესა წერს, რომ ვიდალს ზუსტად ის თვისებები აქვს, რომლებიც კონტეს სჭირდება. ეს თვისებებია: გამძლეობა, მობილურობა, თავდადება და მოედნის ბოლო მესამედში გამწვავების უნარი.

გარდა ციბრუტივით მოტრიალე ნახევარმცველისა, კონტეს ორივე ფრთაზე მორბენალი გარემარბისა და რომელუ ლუკაკუს ტიპის გარემარბის ყიდვაც უნდა.

ამ ყველაფრის შემდეგ „სპორტი” წერს, რომ „ინტერს” ბევრი ფული არ აქვს და თუკი ახალ წლებზე ფეხბურთელს დაიმატებს, ეს იჯარით მოხდება.