დიეგოს კომფორტი უყვარს …
მარადონა 59 წლის გახდა… მისი გაწვრთნილი ხიმნასია კი ნიუელზს ესტუმრა და ქვა ქვაზე არ დატოვა – 4:0 მოუგო. არადა, თავის დროზე დიეგო მარადონა ამ გუნდშიც თამაშობდა.
ანგარიში ანგარიშად, დიდმა დიეგო კი მატჩამდე ერთი წაცეკვება წაუცეკვა, მერე მასპინძლების მირთმეულ სავრძელზე ავტოგრაფი დატოვა, თავადვე რბილად მოთავსდა და გუნდის თამაშსაც იქიდან უცქირა, ნაღდი მეფესავით…
ისე, მარადონას ამბავი რომ ვიცით, თავის იუბილეზე მხოლოდ 4:0 -ს და სავარძელში ჩაჯდომას არ დაკმაყოფილდებოდა…