„ფრანს ფუტბოლმა” 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ანუ „ოქროს ბურთის” ნომინანტები დაასახელა.
მოგეხსენებათ, „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვა მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე ძველი და კლასიკურია. ის 1956 წლიდან იღებს სათავეს. გამოკითხვაში ოდითგანვე ჟურნალისტები მონაწილეობდნენ – ქვეყნიდან ერთი.
1995 წლამდე ეს გახლდათ ევროპელ ფეხბურთელთა შორის საუკეთესოს გამოსავლენი რეფერენდუმი, თუმცა, 1995 წლიდან კონკურსში ევროპულ კლუბებში მოთამაშე სხვა კონტინენტების წარმომადგენლებიც შეიყვანეს. 2001 წლიდან კი „ოქროს ბურთი” მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.
ჯერჯერობით, ცნობილი არ არის სად გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, თუმცა ლეგენდარულმა ფრანგულმა ჟურნალმა გუშინ 30 კაციანი შორთ-ლისტი დაასახელა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
აიაქსი: დონი ვან დე ბეკი, დუშან ტადიჩი;
არსენალი: პიერ-ემერიკ ობამეიანგი;
ატლეტიკო: ჟოაო ფელიქსი.
ბარსელონა: ფრენკი დე იონგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ლიონელ მესი, ანტუან
გრიზმანი;
ბაიერნი: რობერტ ლევანდოვსკი;
იუვენტუსი: კრიშტიანუ რონალდუ, მატეის დე ლიხტი;
ლივერპული: სადიო მანე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ალისონი, ჯორჯინო ვიინალდუმი, ვირჯილ ვან დაიკი, რობერტო ფირმინო, მოჰამედ სალაჰი;
მანჩესტერ სიტი: სერხიო აგუერო, ბერნარდო სილვა, რიად მაჰრეზი, კევინ დე ბრუინი, რაჰიმ სტერლინგი;
ნაპოლი: კალიდო კულიბალი;
პარი სენ ჟერმენი: კილიან მბაპე, მარკინიო;
რეალი: ქარიმ ბენზემა, ედენ აზარი;
ტოტენჰემ ჰოთსფური: უგო ლორისი, ჰეუნგ მინ სონი.
პარიზიდან გამოსულ ხმათა თანახმად, ლიდერი ვირჯილ ვან დაიკია.
შეგახსენებთ, საქართველოში „ფრანს ფუტბოლის“ პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
