კანფეტი გინდა?

Home სიახლეები კანფეტი გინდა?
კანფეტი გინდა?

დევიდ მოიესი, შესაძლოა, პრემიერლიგას და ყოფილ კლუბს დაბრუნდეს.

შოტლანდიელი სპეციალისტის დასაქმებას „ევერტონი“ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ, „კანფეტების“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერებში 100 მილიონი ევრო დახარჯა, ლივერპულური კლუბი 8 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება. ამ ყველაფერში კლუბის ხელმძღვანელობა მარკო სილვას ადანაშაულებს და პორტუგალიელს ბოლო შანსს აძლევს – თუ „ევერტონი“ 19 ოქტომბერს „ვესტ ჰემთან“ წააგებს, მხარეთა თანამშრომლობა დასრულდება.

ყოფილ კლუბში დაბრუნება თავად მოიესსაც სურს. „მანჩესტერის“, „სოსიედადის“, „სანდერლენდის“ და „ვესტ ჰემის“ ყოფილმა მწვრთნელმა მერსისაიდში 11 წელი გაატარა.