ერთი ტურიც და „ელ კლასიკოა” — 26 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე”. მანამდე კი, ცხრამეტში, „ბარსელონა” სტუმრად მიდის „ეიბართან”. და აი, ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ჟერარდ პიკე. კვირას, „სევილიასთან” (4:0) მან გადასულ ბურთს ფეხი მისცხო და მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი ამოაღებინა.
ამრიგად, პიკეს „რეალთან” მოედანზე ყოფნა გარანტირებული აქვს.
და რა იქნება „ეიბართან”? სამუელ უმტიტი და ჟან-კლერ ტოდიბო დღევანდელი მონაცემებით მთლად ჯანმრთელად ვერ არიან, ხოლო რონალდ არაუხო „სევილიასთან” შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს და დისკვალიფიცირებული იქნება.
თუმცა, „ბარსა” „ბარსაა” და აუცილებლად იპოვნის ოპტიმალურ გამოსავალს. უკვე ნაპოვნიც ექნება.