მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საუბარია მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირებაზე, რომელიც უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი იქნება. ამასთან, ახალი მეთოდი სპორტსმენთა ფართო წრეს მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს.
ტესტირების ახალ პროგრამას შეუერთდნენ იაპონიის, აშშ-ის შვეიცარიის, ჩინეთის და ავსტრალიის ანტისადოპინგო სააგენტოებიც. მოსალოდნელია, რომ ტესტირების ახალი მეთოდი ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე დაინერგება.
„WADA სუფთა სპორტის დასაცავად და სპორტსმენთა დისკომფორტის შესამცირებლად, ასევე იმისთვის, რომ ანტისადოპინგო ტესტირება უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი გახდეს, ახალი საშუალებების შემუშავებისკენ ისწრაფვის. DBS შესაძლოა ანტისადოპინგო ტესტირებაში გარღვევა გახდეს,“ – მეცნიერების დარგში WADA-ს დირექტორის ოლივიე რაბინის სიტყვებს იშველიებს სააგენტოს ოფიციალური გვერდი.
გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ თამაშებამდე აღებული დოპინგ-სინჯების ხანგრძლივი ვადით შენახვის წინადადებით გამოდის.
„IOC ოლიმპიურ თამაშებამდე აღებულ სინჯებს 10 წლის განმავლობაში ინახავს. სინჯების უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა ტესტირების ახალ მეთოდთან ერთობლიობაში დამატებითი შემაკავებელი ფაქტორი იქნება,“ – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
