დღე: ოქტომბერი 6, 2019

ბასილაშვილმა რადუ არ გაახარა…
ჩანაწერი

ბასილაშვილმა რადუ არ გაახარა…

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში დაწყებული მასტერსის მეორე წრეშია. რა თქმა უნდა, ჩვენებური მეჩოგნისგან ქართველი ქომაგი გაცილებით მეტს ელის, ვიდრე თუნდაც მასტერსის სერიის ტურნირებზე ერთი წრის გადალახვაა, რაც უამრავი ჩოგბურთელისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი უკვე საკმაო ხანია იმ დონეს უწია, რომ მასთან იოლ გასეირნებას ვეღარავინ დაგეგმავს. ჩოგბურთში გათვითცნობიერებულ ქომაგს, ალბათ, ახსნა არ...

არ გაახარო რადუ…   
ჩანაწერი

არ გაახარო რადუ…  

2019 წლის საჩოგბურთო სეზონი თითქმის ფინიშის სწორზეა. ოთხივე დიდი სლემის და სხვა მსხვილი ტურნირები უკვე მოლეულია, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე სერიოზული რანგის შეჯიბრია, რომელთაგან ერთ-ერთი უსათუოდ შანხაის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 8 მილიონ დოლარს აჭარბებს. შანხაიში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც სამწუხაროდ პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე შარშანდელი ტრიუმფი ვეღარ გაიმეორა და მას მეორე წრეში სტეფანოს ციციპასთან წაგებით...

ედე და ფედე მადრიდელები
ჩანაწერი

ედე და ფედე მადრიდელები

ედენ აზარს „რეალში” გვალვა დაუმთავრდა — შაბათს, „გრანადასთან” შეხვედრაში ბელგიელმა, რომელიც ახალ გუნდში აქამდე უსახური იყო, საუცხოო გოლი გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში, დიდ სისწრაფეზე, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ამ ეპიზოდში აზარს ორი მცველი კვალში ედგა, ჩრდილად ჰყავდა ადევნებული. საგოლე პასი 21 წლის ურუგვაელმა ფედე ვალვერდემ მიაწოდა. მატჩის ბოლოს ვალვერდე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მაშ ასე,...