კრივის მსოფლიო საბჭო პროფესიონალ მოკრივეებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს
WBC-ის პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი ამავე გაერთიანებაში მყოფ პროფესიონალ მოკრივეებს აფრთხილებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შემთხვევაში ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის.
აღსანიშნავია, რომ WBC-ს, რომელიც ოთხიდან ერთერთ პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ათამაშებს, იგივე წესი ჰქონდა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც თავის მხრივ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად დაუშვეს პროფესიონალი მოკრივეები. თუმცა, მაშინ პროფესიონალ მოკრივეებს დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ და რიოში მხოლოდ სამმა იასპარეზა.
„WBC ოლიმპიურ თამაშებში პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. ოლიმპიური სამოყვარულო კრივი სრულიად განსხვავებულია. ეს არის ორი განსხვავებული სპორტი და ის მეტად სახიფათოა. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ რომელიმე პროფესიონალი მოკრივე, მათ შორის ჩემპიონები და ყოფილი ჩემპიონები, მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მათ WBC -ს მხრიდან სულ ცოტა ორწლიანი სანქცია დაეკისრებათ,“ – განაცხადა მაურისიო სულეიმანმა.

WBC-ს პრეზიდენტის ამგვარი გაფრთხილება მოჰყვა მძიმე წონაში კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA), კრივის მსოფლიო ფედერაციის (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამრების მფლობელის მექსიკელი ენდი რუის-უმცროსის განცხადებას, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მექსიკის სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.

ტიტულიანი მოკრივის განცხადებას წინ უძღოდა რუისისადმი მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის შეთავაზება, ჩაერთოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში.

წილი
წინა სტატიაბარსას მომავალი მწვრთნელი
შემდეგი სტატიაოლეს კვერი ცხვაო
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...