დღე: ოქტომბერი 3, 2019

Home 2019 ოქტომბერი 03 (ხუთშაბათი)
ბასილაშვილის პეკინი ციციპასთან დამთავრდა
ჩანაწერი

ბასილაშვილის პეკინი ციციპასთან დამთავრდა

პეკინის მასტერსს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგანაც ეს შეჯიბრი ნიკოლოს ბასილაშვილისთვის ნაადრევად დასრულდა. შარშან ქართველი მეჩოგნე ჩინეთში შეუჩერებელი გახლდათ, მაღალი დონის მოთამაშეები ერთი-მეორეს მიყოლებით დაამარცხა, ხოლო ფინალში თვით ხუან მარტინ დელ-პოტროს აჯობა, რომელიც მაშინ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი იყო. იმ ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა, კარიერაში პირველად ტოპ-ოცეულში შეაღწია და ამ სიმაღლეზე აქამდე იმყოფებოდა. მომავალი კვირიდან კი ქართველი ჩოგბურთელი...

23 !!!
ჩანაწერი

23 !!!

ზუსტად ათი წლის წინათ, მისი უკალათბურთესობა, მაიკლ ჯორდანი, დიდების დარბაზში შეიყვანეს და მაშინ მან ლეგენდარული სიტყვა წარმოთქვა, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და ამერიკაში ხშირად უკითხავენ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ის ყოველთვის იყო დიდების დარბაზში. მილიონების, შეიძლება მილიარდების კერპი, ჯორდანი – სიტყვა კალათბურთის სინონიმი, მისი სახე და ღმერთი. ვინც კი კალათბურთში მიდის, ყველას უნდა...

რუსეთის მზე გაისად დაბნელდება
ჩანაწერი

რუსეთის მზე გაისად დაბნელდება

ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე. WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან...

არაფერი!
ჩანაწერი

არაფერი!

10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ? არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა...

დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა
ჩანაწერი

დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა

67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის...