ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია.

ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა  იყო, მასში განელი ფეხბურტელის მეუღლე იმყოფებოდა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ლუკას ვასკესის მეუღლე მაკარენა როდრიგესი აიძულა ეს სიტყვები სოციალურ ქსელში დაეწერა:

„ყოველ დღე ერთი და იგივე. სახლში მშვიდად ცხოვრება როდის შემეძლება? როდის გავბედავ სამსახურში წყნარად წავიდე?“

ხერარდ პიკე, არტურ მელო, ხოაკინი, ხორდი ალბა, ქარიმ ბენზემა, ალვარო მორატა… ეს ლა ლიგის ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მძარცველების მსხვერპლნი გახდნენ.