დღე: სექტემბერი 28, 2019

Home 2019 სექტემბერი 28 (შაბათი)
მიზანი: ურუგვაისთან მოგება ბონუსით
ჩანაწერი

მიზანი: ურუგვაისთან მოგება ბონუსით

კვირას, თბილისის დროით დილის 9:15-ზე დაიწყება მატჩი, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იქნება მიჯაჭვული: საქართველო ურუგვაის წინააღმდეგ. შეხვედრა იაპონიის ქალაქ საიტამას სარაგბო სტადიონზე გაიმართება და მას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება. როგორც მოგეხსენებათ, რაგბი სპორტის იმ სახეობათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ლოგიკურ შედეგს ძალიან დიდი ალბათობა აქვს და ამ თვალსაზრისით, რაგბი მართლაც გამორჩეულია – ძლიერი პრაქტიკულად ყოველთვის ერევა...

მესის The Best ფიფამ მოტყუებით აჩუქა
ჩანაწერი

მესის The Best ფიფამ მოტყუებით აჩუქა

გასაგებია: ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი აღიარა, მაგრამ კითხვის ნიშნები იმავე დღეს გაჩნდა. ნიკარაგუას ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა ამტკიცებს, რომ მას საერთოდ არ მიუღია ელექტრონული ფოსტით საარჩევნო ბიულეტენი და მით უმეტეს, ლეო მესი არ აურჩევია. მეორე, ვინც გააპროტესტა, სუდანელთა ნაკრების მწვრთნელი ზდრავკო ლუგარუშიჩია. ადამიანი ამტკიცებს, ლეო სამეულშიც არ შემიყვანია და ჩემს ანკეტას გადასწორების კვალი...

გოდინი: ინტერში ნიჩაბი მიჭირავს
ჩანაწერი

გოდინი: ინტერში ნიჩაბი მიჭირავს

ამ ზაფხულს დიეგო გოდინი „ინტერში” გადავიდა და ამით მისი თავგადასავალი „ატლეტიკოში” დასრულდა. ხუთი ტურის შემდეგ „ინტერი” სერია „ა”-ს ცხრილს სათავეში რომ მოექცა, ამაში, ურუგვაელის დიდი დამსახურებაც არის. გადასავლის მიზეზი: მილანელებმა მას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, მადრიდელებმა — არა. და აი, იტალიაში გადაბარგებულმა გოდინმა ესპანურ „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. — როგორ მოგეწონათ მილანში? რა...