რა ვთქვა? რა დავწერო? დარჩა რამე ეპითეტი ან აღმატებულ რეგისტრში ჩამოყალიბებული ფრაზა, რომელიც აქამდე ლაშა ტალახაძის მიმართ არ გვითქვამს?
ჰოდა: ჩავიდა, საკუთარ თავს გაეჯიბრა, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი აიღო, ზედიზედ მეოთხედ ავიდა ძალოსნობის ჯომოლუნგმაზე და გეგონება, არაფერი ისეთი არ მომხდარაო, ფიცარნაგი დატოვა.
484 კილოგრამი ორჭიდში ირანელი ალი რეზას რეკორდის დამხობასაც ნიშნავს. წონითი კატეგორიების ცვლილების გამო, ლაშა მსოფლიო რეკირდსმენი კი იყო, მაგრამ აბსოლუტურ მიღწევად ირანელის შედეგი ითვლებოდა.
მაინც ლაშა!
აქაც ლაშა!
მადლობა, ყველაზე ქართველო და ყველაზე მაგარო!