მიუნჰენის „ბაიერნის“ პრეზიდენტის სიტყვები „შპიგელზე“ დაყრდნობით გავრცელდა. ული ჰიონესი დაიმუქრა, რომ „ბაიერნი“ ნაკრებში ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს, თუ ძირითად შემადგენლობაში მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მანუელ ნოიერის ადგილს დაიკავებს.
„ეს სიტყვები იოაჰიმ ლიოვამდეც მივა,“ – განაცხადა ჰიონესმა. ცოტა ხნის წინ ტერ შტეგენსა და ნოიერს შორის ტექსტური შეხლა-შემოხლა სოციალურ ქსელებში გაიმართა. ტერ შტეგენის დაწინაურების სურვილს ლიოვი არ მალავს.
გერმანელებს უახლოესი ორი მატჩი ესტონეთთან და არგენტინასთან აქვთ. ვარაუდობენ, რომ „ბარსელონას“ გოლკიპერი სასტარტოში სწორედ ესტონეთთან გამოჩნდება.