ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია. შოთა არველაძემ ფეხბურთელის რანგში რამდენი მწვერვალი დალაშქრა, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ახლა შოთა სამწვრთნელო მწვერვალებს შეეჭიდა და აქაც არ არის სხვაზე ნაკლები.

მისმა გაწვრთნილმა ტაშკენტის „ფახთაქორმა“უზბეკეთის ჩემპიონატის 20 შეხვედრა წაუგებლად განვლო და ოქროს მედლები 6 ტურით ადრე გაინაღდა. გადამწყვეტ შეხვედრაში შოთას შეგირდებმა ბეკობოლის „მეტალურგი“ დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ არველაძეს ასისტენტობას წარსულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გოჩა ტყებუჩავა უწევს, შოთას ტყუპისცალი არჩილი კი „ფახთაქორის“ დირექტორატის წევრია.