28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება.
ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი გახლდათ. 23 წლის ბრაზილიელმა მეტოქის საჯარმოში მიიღო ბურთი მოცდენილი პასი და წამის მეათედში რაღაც ფანტასტიკური წარმოდგენა მოაწყო: მოწინააღმდეგეც მოატყუა, მკერდზეც გაიჩერა ბურთი და უმალ აუღებელიც დაურტყა საბურთალოელთა მეკარე ლაზარე კუპატაძეს. ნაღდი ბრაზილიური გოლი გამოვიდა. ისეთი გოლი იყო, ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატს რომ დაამშვენებდა.
კუტალია
ისევ იყოჩღა ლევან კუტალიამ. ივანწმინდის სტადიონის საშინელ მინდორზე, რომელიც საძოვარს უფრო ჰგავდა, ვიდრე საფეხბურთო სარბიელს, ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, ბოლო რვა წუთში დუბლი მიითვალა, ორჯერ აიღო ზემოიმერელთა კარი.
ეს კუტალიას მეოთხე დუბლია მიმდინარე სეზონში. ერთიც ჰეთ თრიქი აქვს შესრულებული. მის გარდა, „სამბურთა“ წლეულს მხოლოდ ბუდუ ზივზივაძეს გაუხერხებია, რომელიც ამჟამად უნგრეთში თამაშობს.
კუტალია კი 17 გოლით ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.
ზეავტოგოლი
ტურის ბოლო შეხვედრაში, აუტსაიდერმა, „ვიტ ჯორჯიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მინდორზე თამაში ახალი დაწყებული იყო, გორელებმა კუთხურის უფლება რომ მიიღეს. ჩააწოდეს და „ვეტერინართა“ 23 წლის მცველმა, ვასილ ქისიევმა ისეთი თავური გაუტანა თავის მეკარე ლევან ისერგიშვილს, რომ აღიარებულ ფორვადებსაც შეშურდებოდათ.
ცხადია, ვასილს ბურთის კუთხურზე გადაგდება უნდოდა, მაგრამ ვერ მოზომა.
რუსთავი 2:1 ლოკომოტივი
1:0 ქავთარაძე (49), 2:0 ქოჩლაძე (74), 2:1 კირკიტაძე (81)
გაძევება: კომახიძე (ლოკომოტივი, 56)
სიონი 2:0 ტორპედო
1:0 ტატანაშვილი (19), 2:0 ხმალაძე (52)
ბათუმი 1:0 საბურთალო
1:0 ფლამარიონი (74)
გაძევება: ტერა (ტოროედო 62)
ჩიხურა 0:2 დინამო
0:1, 0:2 კუტალია (87, პენ, 90+5)
ვიტ ჯორჯია 0:2 დილა
0:1 ქისიევი (5, საკ. კარში), 0:2 კოვტალიუკი (90+5)
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
ბათუმი | 36 | 21 | 12 | 3 | 73:27 | 75 |
დინამო | 36 | 21 | 7 | 8 | 59:28 | 70 |
დილა | 36 | 17 | 10 | 9 | 48:35 | 61 |
საბურთალო | 36 | 15 | 12 | 9 | 52:40 | 57 |
ლოკომოტივი | 36 | 15 | 8 | 13 | 57:59 | 53 |
თელავი | 36 | 12 | 8 | 16 | 35:53 | 44 |
სამგურალი | 36 | 9 | 14 | 13 | 34:46 | 41 |
ტორპედო | 36 | 9 | 13 | 14 | 38:44 | 40 |
შუქურა | 36 | 5 | 12 | 19 | 28:49 | 27 |
სამტრედია | 36 | 5 | 6 | 25 | 33:76 | 21 |
28 სექტემბერი: საბურთალო – ლოკომოტივი, დინამო – სიონი
29 სექტემბერი: ტორპედო – ბათუმი, ვიტ ჯორჯია – რუსთავი, დილა – ჩიხურა
მეგოლეები: ლევან კუტალია (დინამო) – 17, ფლამარიონი (ბათუმი), – 14, ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო/ქონიასფორი თურქეთი) – 12