კიდევ გვეიმედება, რომ ლევან გორგაძე ფორმას დაიბრუნებს და მწვერვალზეც ისევ ავა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი „მაგრამ“ დაგროვდა. მუხლის ქრონიკულმა ტრამამ გასაქანი არ მისცა და ერთ წელიწადში ორჯერ დააკარგინა ოძეკის ტიტული.

მერე მხრის ტრავმაც დაემატა… აკი ბაშოზე ლევანი ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელი და ანერვიულებული ჩანდა. ჯერ იყო და მეტოქის თმებით დაქაჩვისთვის წაგება ჩუთვალეს… მერე თითქმის იგივესთვის აღარ დასაჯეს… მერე პირდაპირ დოჰიოზე მსაჯთან შეკამათება იყო… მერე… მერე… მერე…

ლევანს ასაკი და გამოცდილება ისეთი აქვს, რამდენიმე წელიწადს კიდევ რომ შეინარჩუნებს ადგილს ელიტაში…

ჯერ მთავარია საკუთარი თავი დაიბრუნოს – ის ტოჩინოშინი, შარშან სამ ბაშოზე 45-დან 37 ბრძოლა რომ მოიგო.