2022 წლის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების თილისმებად კი მასპინძლებმა პანდა ბინ დუნ დუნი და ფანარი სიუ ჟუნჟუნი შეარჩიეს. ფართო აუდიტორიის წინაშე ჩვენებაც პეკინის ყინულის სასახლე – „შუან აის ჰოკეი არენაზე“ მოხდა.
თილისმების შერჩევის პროცესი რა თქმა უნდა მარტივი არ ყოფილა. საორგანიზაციო კომიტეტში 35 ქვეყნიდან, 5800 მეტი ნიმუში გაიგზავნა. პეკინი-2022-ის ორგანიზატორთა განმარტებით, პანდაზე, როგორც ოლიმპიური თამაშების თილისმაზე არჩევანი იმიტომ გაკეთდა, რომ ეს ცხოველი ჩინეთის ეროვნული სიმდიდრეა. პანდა აღაფრთოვანებს და უყვარს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
ჩინეთის ტრადიციების ანარეკლია სიუ ჟუნჟუნიც. ასეთი ფანრების ისტორია 2 ათასზე მეტ წელიწადს ითვლის. ამასთან, ეს არის ჩინური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნივთი მსოფლიოში.