38 წლის სამუელ ეტო’ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია.
ეტო’ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო.
„ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი”, — თქვა ეტო’ომ.
სამუელ ეტო’ო და ანდრეს ინიესტა ერთად, 2004-2009 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდნენ და ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. კამერუნელის მეხსიერებაში განსაკუთრებით 2006 წლის ფინალი ჩაებეჭდა, როდესაც „ბარსამ” 2:1 მოუგო „არსენალს”.
„იმ შეხვედრაში ინიესტამ ითამაშა როგორც მარადონამ, მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ ერთად აღებულმა”, — თქვა ვეტერანმა ფორვარდმა, რომელმაც შემდეგ ინიესტას სახელოვანი პარტნიორი ჩავიც შეაქო. თქვა, რომ ჩავი და ინიესტა მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ტოლი ფეხბურთელები იყვნენ.
„ჩავი ყატარში მწვრთნელად მუშაობს. მას ესპანური ლიცნზიაც აქვს და თუკი ერთ მშვენიერ დღეს „ბარსელონას” არ ჩაუდგება სათავეში, მოვკლავ”, — იხუმრა ეტო’ომ.