როჯერ ფედერერმა პენსიაზე მის გასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს სპეციალური განცხადებით უპასუხა:

„ვაპირებდი, მხოლოდ უიმბლდონამდე მეთამაშა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადამდე გადაწყვეტილებას აღარ მივიღებ. რაც შეეხება ATP CUP-ს, მგონი იმ დროისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნები. ჩემი სამიზნე ავსტრალიის ღია პირველობაა.

როგორც წესი, მზადების ეტაპს 4 დეკემბრიდან ვიწყებ ხოლმე. წელს ეს თარიღი 11 დეკემბრამდე გადავწიე, თუმცა კიდევ ერთხელ გავივლი კონსულტაციას ჩემს ფიტნეს-მწვრთნელ პიერ პაგანინისთან. არ გამოვრიცხავ, საგამოფენო მატჩებშიც მივიღო მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტურნირებს შორის ორკვირიანი შუალედი მექნება,” – თქვა დიდმა შვეიცარიელმა.

მედიამ საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა ამ განცხადებას და ტოკიოს შემდეგ პენსიაზე გასვლის გეგმად ჩაუთვალა, თუმც როჯერის პირადმა ბიოგრაფმა (ასეთიც ჰყავს) რენე შტაუფერმა ხმები უარყო:

„38 წლის ფედერერმა მხოლოდ ტოკიოს თამაშები იგულუსხმა, რის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს კარიერას“.