ბელგიის ნაკრებმა შოტლანდიელები მათსავე მოედანზე 4:0 დაამცირა. შეხვედრის გმირი „სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გახდა, რომლის სტატუსიც უნიჭიერესიდან სუპერვარსკვლავამდე ძალიან მალე შეიცვალა. შოტლანდიელთა კარში ოთხივე გოლი სწორედ მან შექმნა.
9 წთ. კევინი ლუკაკუსთან ერთად გაიქცა კონტრშეტევაში და დათანაგუნდელს იდეალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.
24 წთ. კუთხურის გათამაშების შემდეგ მეკარის ბაქანთან გააკეთა გადაცემა, რომელიც გოლად ვერმალენმა აქცია.
32 წთ. მორიგი კუთხურიდან ბურთი თავზე დაასვა ალდერვეირელდს.
82 წთ. ლუკაკუმ ვალი დაუბრუნა, დასარტყამ პოზიციაზე უპასა და დე ბრუინმაც შორეულ კუთხეში გაიტანა.
იმავე შოტლანდიასთან, 11 ივნისის საშინაო შეხვედრაში (3:0) დე ბრუინმა გოლი და ასისტი მიითვალა, არადა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ის პირველი მატჩი იყო ბელგიის ნაკრებში.
რაც შეეხება „სიტის“, სეზონის სტარტზე ბელგიელმა 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
შედეგიანად დასრულებული გადაცემების მიხედვით დე ბრუინი სრულიად პრემიერლიგაშიც საუკეთესოა.