არსენ ვენგერმა მოყვა, რამდენად ახლოს იყო „არსენალი” ლეო მესის შეძენასთან 2003 წელს.

ეს ის წელიწადია, როდესაც ჩრდილო ლონდონელებმა კატალონიის დედაქალაქიდან სესკ ფაბრეგასი წამოიყვანეს და ვენგერის ნანობს, რომ მასთან ერთად არგენტინელიც არ შეიძინა.

„ადამიანები მთელი ცხოვრება წარსულის შეცდომებს ვნანობთ, — უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს, — მესი და ფაბრეგასი მეგობრები იყვნენ.

როდესაც ფაბრეგასი შევიძინეთ, მესისაც ველაპარაკებოდით. თუკი ცხოვრებაში დაუსრულებელი საქმე დამრჩა, რომელსაც აღარაფერი ეშველება, მათ შორის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

წარმოიდგინეთ, ხანდახან კლუბს რა ეპოქა დაუდგება ხოლმე. მაშინ „ბარსელონას” უძლიერესი ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა. ფაბრეგასი, მესი და ჟერარდ პიკე ერთ გუნდში თამაშობდნენ.

შემდეგ, პიკე და ფაბრეგასი ინგლისში წამოვიდნენ, მესი კი ესპანეთში დარჩა”.