ლა ლიგაში ხელფასების ყველაზე დიდი ლიმიტი „ბარსელონას” აქვს. კატალონიელებმა ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 38,52 მილიონი ევროთი გაზარდეს — 632,9 მილიონიდან 671,42 მილიონამდე.
რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ მეორე ადგილზე „რეალია”. მადრიდელთა ლიმიტი 641 მილიონ ევროს უდრის. შარშანდელთან შედარებით მათაც 74,55 მილიონით გააუმჯობესეს მდგომარეობა.
მესამე კი „ატლეტიკოა” — 384,5 მილიონი. „მატრასები” სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან „ბარსას” და „რეალს”. ადრე მათი ლიმიტი 322,92 მილიონი ევრო იყო.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ლა ლიგაში ხელფასები იზრდება. ბოლო ერთ წელიწადში ორად ორმა გუნდმა ვერ მოახერხა ლიმიტის გაზრდა. ეს გუნდებია „ვილიარეალი” და „ლეგანესი”. მათ ლიმიტი შეუმცირდათ.
ყველაზე დაბალი სახელფასო ლიმიტი კი სამ კლუბს აქვს: „გრანადას” — 35,46 მილიონი, „ვალიადოლიდს” — 32,03 მილიონი და „მალიორკას” — 29,96 მილიონი.
ზემოთ ჩამოთვლილ თანხებში ფეხბურთელთა გასამრჯელოს გარდა შედის მწვრთნელების, მათი თანაშემწეების, აკადემიის თანამშრომელთა და სხვათა გასამრჯელოები. აქვე ფიქსირებულ ჯამაგირთა გარდა გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური დაზღვევა, პრემიები, აგენტების წილი და ა.შ.
ყოველი კლუბი შემოსავალს აკლებს სტრუქტურულ ხარჯებს და ასე ანგარიშობს ხელფასის ლიმიტს. შემდეგ, ლა ლიგის საგანგებო ფინანსური კომიტეტი მათ მიერ წარდგენილ რიცხვებს ამოწმებს და ამტკიცებს, რათა ხელფასების ზრდას გამოდევნებულ კლუბებს სტაბილურობა არ დაერღვეთ.
ცხადია, ყველა კლუბი ცდილობს ხსენებულ კომიტეტს მაქსიმალური ლიმიტი დაამტკიცებინოს და მის გაზრდას ფეხბურთელების გაყიდვით შემოსული თანხებითაც ახერხებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
