ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დღეს დასრულდება. ოთხშაბათს კი მესამე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა და უკვე ცნობილია იმ გუნდების ნახევარი, რომელიც მეორე ეტაპზე ითამაშებენ.
ანგოლამ და ფილიპინებმა გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი ითამაშეს და საბოლოოდ აფრიკებმა – 84:81 იმარჯვეს. თუმცა, ეს ანგოლასთვის ტურნირზე პირველი მოგება იყო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩმდა.
სამაგიეროდ, სამიდან სამივე მატჩი მოიგეს აღიარებულმა ფავორიტებმა: არგენტინამ, სერბეთმა, ესპანეთმა და პოლონეთმა. შესაბამისად, ამ გუნდებმა ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილითა და 6 ქულით დაასრულეს.
ჯგუფიდან გავიდნენ ბოლო ტურში დამარცხებული იტალია და რუსეთით, შემდეგ ფაზაში თამაში კი სწორედ ჯგუფში ბოლო მატჩის მოგებით გაინაღდეს პუერტო რიკომ და ვენესუელამ.
მასპინძლების გარეშე გაგრძელდება – მსოფლიო თასს პოლონეთსა და ვენესუელასთან დამარცხებული ჩინეთის ნაკრები გამოეთიშა.
სამხრეთ კორეასთან 42-ქულიანი გამარჯვების მიუხედავად, ჯგუფში ჩარჩა ნიგერიაც.
ანგოლა 84:81 ფილიპინები; სამხრეთ აფრიკა 63:80 პოლონეთი; პუერტო რიკო 67:64 ტუნისი; სამხრეთ კორეა 66:108 ნიგერია; იტალია 77:92 სერბეთი; ვენესუელა 72:59 ჩინეთი; რუსეთი 61:69 არგენტინა; ესპანეთი 73:65 ირანი
5 სექტემბერი: კანადა – სენეგალი; ბრაზილია – მონტენეგრო; გერმანია – იორდანია; თურქეთი – ჩეხეთი; ლიტვა – ავსტრალია; საბერძნეთი – ახალი ზელანდია; დომენიკელთა რესპუბლიკა – საფრანგეთი; აშშ – იაპონია.