ესპანეთში მრავალდღიანი ველორბოლა „ვუელტა“ გრძელდება. მერვე ეტაპის ფინიში ქალაქ იგუალდეში იყო დაგეგმილი.
მოგეხსენებათ, ველოტურს რამდენიმე ვერტმფრენი ემსახურება. ჰოდა, ერთ-ერთ ვერტმფრენში განთავსებული კამერის კადრში საცხოვრებელი სახლის სახურავზე გაშენებული მარიხუანას პლანტაცია მოყვა.
ბუნებრივია, კადრებით პოლიცია დაინტერესდა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 40 ძირი მარიხუანა ამოიღეს. სახლის პატრონებს კი 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.