„ვორსინგი“ ინგლისის რანგით მეოთხე სარაგბო დივიზიონში გამოდის და ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სპონსორული ხელშეკრულება ადგილობრივ სტრიპტიზ-კლუბთან გააფორმა.
როგორც „სანი“ იუწყება, კლუბის საიტზე და სტადიონზე სტრიზიორთა ბანერების გამოჩენამ ქომაგებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მცირე ნაწილმა სიახლე იუმორით აღიქვა და მკითხაობაც დაიწყეს, რას მიიღებდა ნამატჩევს პრიზად საუკეთესო მორაგბე.
ქომაგთა უდიდესი ნაწილი აღშფოთდა და გუნდის ბოიკოტირებაზეც დაიწყეს საუბარი. საქმე იმით დასრულდა, რომ სარაგბო კლუბმა სტრიპტიზ-კლუბთან კონტრაქტი გააუქმა.