ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა.
ესპანელ ნახევარმცველს „ბარსელონაში,“ „არსენალსა“ და „ჩელსიში“ უბურთავია, ამჟამად კი „მონაკოს“ ღირსებას იცავს. ამას გარდა, ფაბრეგასმა 2006-2016 წლებში 110-ჯერ მოირგო ესპანეთის ეროვნული გუნდის მაისურა.
ტიტულებითაც ბევრი ვერ შეედრება მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩემპიონს.