ფრანკ რიბერის გადასვლა ფლორენციის “ფიორენტინაში” სერიოზული მოვლენა გახლავთ. ფრანგმა უკვე მოასწრო ახალი კლუბის მაისურით თამაში, მაგრამ მედიაშიც და კლუბის საიტზეც ყველაზე განხილვადი მისი პირველი პრესკონფერენცია გახლავთ, რაც ეს სულაც არაა ფრანგის დამსახურება.

ნამდვილი ფურორი რიბერის თარჯიმანმა ალისია ენრიკესმა მოახდინა. ეს ლამაზმანი სერია A-ს კლუბებს აქამდეც ეხმარებოდა. თარჯიმნის რანგში ბუფონთან, ტუხელთან, ბალოტელისთან უმუშავია, მაგრამ ამგვარი რეზონანსი არასოდეს გამოუწვევია.

ამბობენ, მისი ბრწყინვალება „შრამიანი“ რიბერის ფონზე განსაკუთრებით თვალისმომჭრელი გახდაო. იტალიური მედია ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის და თუ ერთ ნაწილს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ გაახსენდა, სხვებმა ეს წყვილი ჟოფრეი დე პეირაკს და ანჟელიკას შეადარა.