ის ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. მან შეძლო და ითამაშა ისეთი ვარსკვლავების გარემოცვაში, როგორებიც სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი, კევინ დურანტი და სხვები არიან… მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მოიგო ორი საჩემპიონო ბეჭედი და მიაღწია იმას, რაზეც ასობით ევროპელი თუ ამერიკელი კალათბურთელი იცნობს.
დღეს ის ყოფილ კლუბში დაბრუნდა – ზაზა ფაჩულია ისევ „გოლდენ სტეიტის“ წევრია. NBA-ს 6-გზის ჩემპიონის პრეს სამსახურმა ოფიციალურად გვამცნო, რომ საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი მათ რიგებს შეუერთდა, ოღონდ არა კალათბურთელის რანგში – 35 წლის ქართველი კლუბის ხელმძღვანელობაში იმუშავებს და მათ ბიზნესისა და სპორტის საკითხებში დაეხმარება.
ზაზამ NBA-ში 16 წელი გაატარა, იყო „ატლანტაში“, „ორლანდოში“, „მილოუკიში“, „დალასში“, „დეტროიტში“, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას სწორედ კალიფორნიელების შემადგენლობაში მიაღწია.
როგორც ჩანს, საკალათბურთო მოედანზე ზაზა ფაჩულიას მრავალწლიანი და ბრწყინვალე კარიერა დასასრულს უახლოვდება…