მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ეტაპზეა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად 3 საკვალიფიკაციო მატჩი მოიგო, ტურნირის პირველ წრეში კი მსოფლიოს 69-ე ჩოგანი, წარმოშობით ხორვატი ამერიკელი ბერნარდა პარა 3 სეტში 6-3, 5-7, 6-4 დაამარცხა. ჩვენიანის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, სლოვაკი კაროლინა პლიშკოვა იქნება.
მარიამ ბოლქვაძის მოგების სიხარული განელებული არ გვქონდა და აგერ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც იყოჩაღა. მან უკვე კარგად ნაცნობი მეტოქე, უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი დაამარცხა. ნიკამ მეტოქის დამარცხება 5 სეტიან ბრძოლაში 3-6, 6-4, 6-2, 3-6, 6-3 შეძლო. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე იენსონ ბრუკსბი იქნება და დიდი შანსი აქვს კიდევ შორს წავიდეს… წარმატებები.