„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
წინა სეზონში ფლეი ოფს მიღმა დარჩენილ მეფეს ხელები ექავება და საჩემპიონო ბეჭდის ერთხელაც მოპოვობისთვის საბრძოლო მოტივაცია ემატება. „ლეიკერსს,“ ცხადია, საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბება სურს და ამჟამად „მემფისის“ დუაიტ ჰოვარდს მიადგა.
მართალია, „ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტიდან“ დემარკუს კაზენსი უკვე დაიმატა, მაგრამ მას ისეთი ტრავმა აქვს, შესაძლოა, მთელი სეზონი გამოტოვოს. ლოს-ანეჯელესელებს ძლიერი ცენტრი სჭირდებათ და „მემფისის“ კარზეც ამად მიაკაკუნეს.
33 წლის ჰოვარდს „ლეიკერსში“ 2012-13 წლების სეზონშიც უთამაშია, მერე კი „ჰიუსტონი“, „ატლანტა“, „შარლოტა“, „ვაშინგტონი“ და „მემფისი“ მოიარა…