მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები ანტუან გრიზმანის მაისურებს წვავენ და ფრანგი ფორვარდის მისამართით სხვადსხვა ფორმით უპატივცემულობას გამოხატავენ.

კვირას, დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგაში პირველი მატჩი ითამაშა და მოიგო კიდეც – ალვარო მორატას ერთდერთი გოლით „ხეტაფესთან“.

„ვანდა მეტროპოლიტანოსთან“ მისადგომებთან გრიზმანის „ვარსკვლავი“ განთავსებული. მატჩამდე ერთი დღით ადრე კი მადრიდელთა ფანები ამ გამოსახულებას უდიერად მოექცნენ – იქაურობა დაანაგვიანეს, ტალახით, ქვებით, ლუდი და სხვა ნარჩენებით გაავსეს იქაურობა. მსგავსი რამ ერთი თვის წინაც მოხდა, როცა ბარსელონაში მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

28 წლის შემტევმა 5 წელიწადში მადრიდელებს მართლაც ბევრი რამ მისცა – ევროპის ლიგის მოგებაში და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაშიც დაეხმარა, თუმცა იქნებ მისი წასვლა „ატლეტიკოსთვის“ მომგებიანიც იყოს.

წითელ-ლუჯებმა გრიზმანის ტრანსფერში 120 მილიონი ევრო აიღეს, ამ ფულით მათ ჟოაო ფელიში, კირან ტრიპიერი და რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტი გადაიბირეს, რომლებმაც შესაძლოა, სიმეონეს გუნდის მომავალი წარმატება განაპირობონ…