ივლისში მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის ხელმძღვანელობას მიმართა, „ბარსელონამ“ 80 მილიონი ევრო დაგვიმალაო.
საქმე იმაშია, რომ აწ უკვე კატალონიელი ანტუან გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 1 ივლისამდე 200 მილიონი იყო დათქმული, ამის შემდეგ კი თანხა ავტომატურად მცირდებოდა 120 მილიონ ევრომდე.
„ბარსელონა“ დაელოდა 1 ივლისს და კონტრაქტი 120 მილიონად გამოისყიდა. „ატლეტიკო“ კიდევ 80 მილიონს ითხოვდა – ფეხბურთელი კლუბს ჯერ კიდევ მარტში გაურიგდაო.
ლა ლიგის ხელმძღვენელობა იმან დააეჭვა, რომ მადრიდელებმა საჩივრით სხვა სტრუქტურებს არ მიმართეს და თავადაც არ დაუწყიათ საჩივრის განხილვა. საქმეში წერტილი დაისვა: მადრიდელები მიხვდნენ საჩივრის უპერსპექტივობას და უკან გამოითხოვეს.