„რეალმა” ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო — ვიგოში „სელტას” 3:1 მოუგო. მადრიდელთა გარშემო ბოლოხანს ამტყდარი ხმაურის გამო ამ გამარჯვებამ იმაზე მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე სხვა დროს მიიპყრობდა. მოგეხსენებათ, წინა დღეს, „რეალის” მთავარმა მოქიშპემ, „ბარსელონამ”, ბილბაოში წააგო (0:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მერე „ლოს ბლანკოსი” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში „ბლაუგრანაზე” წინ არის. თურმე ნუ იტყვით და ბოლოს, ასეთი რამ, 818 დღის წინ ყოფილა.
დავაზუსტოთ: ბოლოს „რეალი” „ბარსელონაზე” წინ 2016-17 წლების სეზონის ბოლოს იყო, როდესაც ის ჩემპიონი გახდა. მას მერე ყოფილა შემთხვევები, როდესაც კასტილიელები კატალონიელებს ქულებით გატოლებიან, მაგრამ ცხრილში მათზე მაღლა არ ყოფილან. წინა სეზონში, იყო მომენტი, როდესაც „ბარსა” „რეალს” 19 ქულით უსწრებდა — მანამდე ასეთი დიდი სხვაობა ისტორიაში არ ყოფილა.
საინტერესოა, რომ ახალი სეზონის პირველი ტურის შემდეგ „რეალი” „ბარსელონაზე” წინ ბოლოს 2007-08 წლების სეზონში იყო. ვერ დავიჩემებთ, რომ ეს რამეს ნიშნავს, მაგრამ იმ სეზონში ჩემპიონები მადრიდელები გახდნენ. მეორე ტურში „რეალი” „ვალიადოლიდს” მასპინძლობს, ხოლო „ბარსა” „ბეტისს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
