ბურთაობაში ძლიერმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა, იგივე ბრაცომ მენეჯმენტის ამბებში ჯერ ვერ ივარგა

როგორც იქნა, ბაიერნმა სუპერ ტრანსფერი განახორციელა. ფილიპე კოუტინიოს დამატება მიუნხენელებისთვის შვებაა, რადგან წამყვანი ფეხბურთელების (რიბერი, რობენი და ხამესი) წასვლის შემდეგ, შეტევაში საშემსრულებლო ოსტატობის დეფიციტი შეინიშნებოდა.

შეიძლება, ერთი შეხედვით, ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის დამსახურებაა. ეს წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ ბრაცომ დანიშვნიდან მხოლოდ ორი ტრანსფერი განახორციელა: 1)  ატლეტიკოდან, არარეალურ ფასად, 80 მილიონად ლუკას ერნანდესი იყიდა 2) ინტერიდან გამოგდებული 30 წლის ივან პერიშიჩი იჯარის წესით დაიმატა.

მაშინ რა მოხდა? კატალონიაში, სალიჰამიჯიჩი კარლ-ჰაინც რუმენიგეს უბრალო მხლებელი იყო და ტექნიკური ხასიათის საკითხების გარდა მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არავის უთქვამს, მაგრამ კალეს კომენტარიდან ყველაფერი ნათლად  ჩანს:

“ბარსელონას პრეზიდენტთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. საბოლოო ჯამში,  ამ ტრანსფერის განხორციელებაში, შესაძლოა, ეს ცოტათი დაგვეხმარა კიდეც”, – თქვა რუმენიგემ.

კოუტინიო ბაიერნმა 1 წლიანი იჯარით 20 მილიონ ევროდ დაიმატა, თანაც გამოსყიდვის უპირატესი (120 მილიონი ევრო) უფლებით…

იქნებ ბრაცომ კალესგან რამე ისწავლოს, აქამდე კი, სადაც რამეს ხელი მოკიდა – ყველაფერი გააფუჭა.

წილი
წინა სტატია818 დღე
შემდეგი სტატიაროცა 0:4 ჯობია
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.