„ბაიერნი“ მიმდინარე სეზონს გაახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდიდან ორი ვარსკვლავი, რიბერი და რობენი წავიდნენ. დაიწყო ბუნდესლიგა და მიუნხენელებმა სტარტზე წაიფორხილეს –  „ალიანც არენაზე“ „ჰერტას“ ვერ მოუგეს.

ჰოლანდიელმა რობენმა კარიერის დასრულებაზე თუ უკვე გამოაცხადა, ფრანგი წასვლას ჯერ არ აპირებს. მას რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ვერ გადაუწყვეტია ბურთის გორება სად გააგრძელოს. ყველაზე რეალური თითქოს მოსკოვის „ლოკომოტივის“ ვარიანტი მოჩანს, რომლის შესახებაც ამას წინადაც ვწერდით.

ფრანკ რიბერი თანახმაა „რკინიგზელთა“ მაისურა მოირგოს, თუმცა მან კლუბის ხემძღვანელობას გარვეული პირობები წაუყენა. ფეშენებელური ვილა და არა ბინა რომელიმე კორპუსში, პირადი მძღოლი, თარჯიმანი და ფრანგული სკოლა შვილებისთვის. პლუს, 36 წლის ფორვარდს სურს კონტრაქტი მინიმუმ 2 წლიანი იყოს, ხოლო ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო წელიწადში.

ვერაფერს იტყვი. ულტიმატუმი მართლაც ვარსკვლავურია. აი, რამდენად დათანხმდება მოსკოვის „ლოკომოტივი“ რიბერის მოთხოვნებს, სხვა საკითხია.

აქვე ვთქვათ, რომ რიბერიმ „ბაიერნის“ რიგებში 12 წლიწადს ითამაშა. იმასაც ამბობენ, თუ „ლოკომოტივის“ ვარიანტი ჩაიშალა, მაშინ ფრანგი იტალიურ  „ფიორენტინაში“ გადავაო.