უქმეებზე, ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„დილამ“ გამძვინვარებულ „ლოკომოტივს“ ვერაფერი მოუხერხა და შინ 0:1 დამარცხდა. გამძვინვარებულიო ვთქვით, რადგანაც ბოლო დროს მოყოჩაღებულმა რკინიგზელებმა გასულ ტურში „დინამოსთან“ 0:6 წააგეს და ქომაგების თვალში რეაბილიტაცია ჭირდებოდათ.
გორში ერთადერთი გოლი დათო ჯიქიამ გაიტანა ბოლო წუთზე.

იმავე დღის გვიან მატჩში კი ბათუმის „დინამომ“ სტუმრად აუტსაიდერი „ვიტ ჯორჯია“ 3:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მატჩის გმირი ლადო დვალიშვილი გახდა, ვინც ჯერ ზღვისპირელთა ახალწვეულ ჯაბა ჯიღაურს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც გამოიჩინა თავი. მესამე გოლი თამაშის მიწურულს თორნიკე გაფრინდაშვილმა შეაგდო.

„ტორპედო“ კი ნელ-ნელა იძირება, ვინ არის პატრონი?

კვირას ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. „ტორპედომ“ წყალტუბოში „რუსთავთან“ წააგო და სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ძალიან გაუჭირდება სამეულში მოხვედრა. გუნდი, რომელიც ერთი თვის წინათ ლამის მთელმა შემადგენლობამ დატოვა, მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძოლებს. რუსთაველებისთვის კი ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ქვემოქართლელები გასავარდნ ზონაში არიან და ყოველი ქულა მათთვის ჰაერივით საჭიროა. ახლა ისინი „სიონს“ და „დილას“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

ივანწმინდაში კი უფრო უხვგოლიანი ბურთაობა გაიმართა. საჩხერელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლნისელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. თანაც ჯაბა უგულავამ მეორე გამათანაბრებელი 94-ე წუთზე გაიტანა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო“ – „საბურთლო“ გასაგები, ევრომიზეზების გამო გადაიდო.

დილა 0:1 ლოკომოტივი
0:1 ჯიქია (90)

ვიტ ჯორჯია 0:3 ბათუმი
0:1 ჯიღაური (10), 0:2 დვალიშვილი (27), 0:3 გაფრინდაშვილი (88)

ტორპედო 0:1 რუსთავი
0:1 სილაგაძე (61)

ჩიხურა 2:2 სიონი
1:0 კორიფაძე (29, პენ), 1:1 კახაბრიშვილი (48), 2:1 დეკანოიძე (53), 2:2 უგულავა (90+4)
გაძევება: ჯაფიაშვილი (90+5, ორი ყვითელი)

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

16 აგვისტო: ლოკომოტივი – ვიტ ჯორჯია
17 აგვისტო: რუსთავი – სიონი, ბათუმი – ჩიხურა
18 აგვისტო: საბურთალო – დილა
20 აგვისტო: ტორპედო – დინამო

მეგოლეები: ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი, უნგრეთი) – 13, ლევან კუტალია, ლევან შენგელია (ორივე – დინამო) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე (ორივე – საბურთალო) – 10