ნიკოლ შერზინგერს რომანებში აშკარად არ უმართლებს. ამერიკელი ლამაზმანი გრიგორ დიმიტროვსაც დაშორდა. შერზინგერისა და დიმიტროვის სახელები მუსიკისა და სპორტის მოყვარულთათვის უცხო არ იქნება.

ოკეანისგაღმელი მომღერალი და ბულგარელი ჩოგბურთელი ერთმანეთს 2015 წლიდან ჰყვარობდნენ, თუმცა როგორც ჩანს მათ სასიყვარულო ისტორიას წერტილი დაესვა.
პოპ-მომღერალი, ავსტრალიურ „ნიჭიერში“ ჟიურის წევრია, რომელსაც Got Talent ეწოდება. შერზინგერს კი ერთ-ერთი მონაწილე იმდენად მოეწონა, რომ გაპრანჭვაც არ ითაკილა და შეფასების დროს პირდაპირ მიახალა – „შეგიძლია თამამად გამიღიმო, მე უკვე თავისუფალი ქალი ვარ“.

გრიგორ დიმიტროვამდე შერზინგერი ფორმულა 1-ის პოლოტის, ლუის ჰამილტონის მეგობარი გოგონა იყო და მათი ურთიერთობა 8 წელიწადს გაგრძელდა. რა გახდა ჰამილტონის და შერზინგერის დაშორების მიზეზი? სპორსტმენის ყოყმანი. 4 წლის წინ, შერზინგერი არ მალავდა, რომ ჰამილტონისგან ხელის თხოვნას ელოდა, თუმცა ბეჭედს ვერ ეღირსა და ამიტომაც გაყრა ამჯობინა.

შერზინგერის ცხოვრებაში კიდევ ერთი მამაკაცი იყო. ბერძენი ფეხბურთელი პაიტიმ კასამი.
რაც შეეხება გრიგორ დიმიტროვს, ის 2015 წლამდე მარია შარაპოვასთან დადიოდა…