მსოფლიოს ექსპირველ ჩოგან მარია შარაპოვას კარიერის შემოდგომა უდგას.

თავის დროზე მაშას ყველა სლემტიტული აქვს მოგებული, „როლან გაროსზე“ კი სულაც ორჯერ იპირველა. 2011-2013 წლებში მისი მწვრთნელი შვედი ტომას ჰოგსტედი იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მაშას 2012 წლის ტრიუმფი „როლან გაროსზე“. მერე ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ შარშან შარაპოვამ ნაცად კადრს ერთხელაც უხმო.

32 წლის ვეტერანისთვის სამწუხაროდ, ამ საქმიდან აღარაფერი გამოვიდა. მაშა ტრავმების გამო ან უარობდა ტურნირებზე გამოსვლას, ანაც ადრეულ ეტაპებზე წყვეტდა ასპარეზობას.

ჰოდა, ტომას ჰოგსტედი თანამემამულე რებეკა პატერსონზე გადაერთო. რებეკა საჩოგბურთო ელიტის წევრი არ არის, მაგრამ ახალი მწვრთნელის დახმარებით ფურორის მოხდენას აპირებს: „ჩვენ სულ რამდენიმე კვირა ვითანამშრომლეთ და ეს დიდებული იყო. იმედია, ამერიკის ღია პირველობაზე სრულფასოვნად დამეხმარება,“- ამბობს რებეკა პატერსონი.

რაც შეეხება მაშა შარაპოვას, ამბობენ, მწვრთნელთა ხშირი ცვლა სულ მამამისის უხიაგი ხასიათის დამსახურებააო.