ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი თანამედროვე ჩოგბურთთში, ალბათ, ყველაზე არაორდინალური პიროვნებაა და აგერ, მორიგი შოუ-შედევრიც გამოაცხო. ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში მისი მეტოქე სლოვაკი ნორბერტო გომბოსა იყო.
ნიკს საკუთარ მოწოდებაზე მატჩბოლი ჰქონდა, როცა პირველ რიგში მჯდომმა ქომაგმა ქალბატონმა უკარნახა, სად გაეგზავნა ბურთი.
„თქვენ სად გსურთ“? – ჰკითხა კირგიოსმა.
10 წამის შემდეგ კირგიოსმა ქომაგი ქალბატონისგან მითითებულ კვადრატში 26-ე ეისი გაგზავნა და შეხვედრა 6:3, 6:3 დაასრულა.
ნამატჩევს კირგიოსმა იმ ქსლბატონთან მიირბინა, ჩაეხუტა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიცალა მეტოქის რევერანსებისთვის და დანარჩენი ქომაგებისთვის მადლობის სათქმელად.