მაგუაიერის ტრანსფერი მანჩესტერში ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა ამ გუნდის ქომაგები მაისურზე ინგლისელის გვარს უკვე ამაყად ატარებენ.
არსებობენ ფეხბურთელები, კონკრეტულად რომელიღაც გუნდს რომ შეეფერებიან, ვფიქრობ, ჩვენც საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს.
ფერგიუსონის გუნდში ყოველთვის მიზანმიმართული ბიჭები იყვნენ, ერთ მუშტში გაერთიანება რომ შეეძლოთ და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. შოტლანდიელი შეცდომას ყოველთვის პატიობდა, მთავარია ადამიანში მონდომება და სითამამე დაენახა. მაგუაიერიც ასეთი ბიჭია, ბავშვობიდან ფრიადოსანი და მიზანსწრაფული. სკოლა უმაღლესი შეფასებით დაამთავრა, მოედანზე კი მხოლოდ ფეხბურთს არა, რაგბისაც შესანიშნავად თამაშობდა. თავად ამბობს, რომ რაგბი ის სპორტია, რომელმაც პიროვნულად სიმამაცე ყველაზე მეტად შესძინა.
ცენტრალური მცველი საჯარიმოდან მეტოქის ნახევარზე ბურთთან ერთად თამამად რომ გადაადგილდება, ძალიან საჭირო და თანაც ლამაზი სანახავია. ამ დროს გუნდს დამატებითი იარაღი აქვს – შეტევაში ერთი კაცი ემატება.
16-დან 18 წლამდე მაგუაიერი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. სწორედ ამ დროს დაუახლოვდა ბურთს ისე, სხვა ბევრ კარგ ცენტრალურ მცველს რომ შეშურდებოდა.
ვიცი, მანჩესტერს სათავეში სულშერი უდგას, თუმცა გუნდის საზომი და პირველი წითელი ეშმაკი დღესაც ფერგიუსონია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
