პირველი ივნისიდან ფეხბურთის წესებში ცვლილება შევიდა.
აქამდე, მეკარის მოედნიდან ბურთის თამაშში შეყვანისას არავის ჰქონდა ბურთთან შეხების უფლება საჯარიმოს ფარგლების გადაკვეთამდე. ახალი წესებით საჯარიმოში ბურთის გათამაშება ნებადართულია, თუმცა არა ფეხით.
ახალ წესს ყველაზე პირველებმა ალღო „ბენფიკას“ და „მილანის“ გოლკიპერებმა აუღეს: აუწევ მცელს ბურთს, რომელიც თავურით გიბრუნებს და მერე ხელით გამიზნულ პასს აწვდი მოედნის ცენტრისკენ.
ეს ხერხი უებარი აღმოჩნდა მეტოქის პრესინგის დასაძლევად. თუმცა, არიან კრიტიკოსებიც, რომლებსაც სურთ, ფიფამ წესებში ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ფორმულირება გაიმეოროს: „არ შეიძლება განზახ მეკარისთვის თავით, მკერდით ან სხეულის სხვა ნაწილით ბურთის დაბრუნება იმ წესის გვერდის ასავლელად, რომელიც მეკარეს თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთის ხელში აღებას უკრძალავს.”
მომავალი სეზონი ამ წესისთვის ექსპერიმენტული იქნება და მომავალ ზაფხულს ფიფა თემას ერთხელაც დაუბრუნდება.