ბექა ღვინიაშვილი დაბრუნდა. ქართველი ძიუდოისტი 2 წლის განმავლობაში მსოფლიო დონის ტურნირის გამარჯვებული აღარ გამხდარა, ახლა კი, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მას სწორი არ ჰყავდა.
ფინალში ბექამ სანშირო მურაო დაამარცხა. იაპონელი ბექას წინააღმდეგ უჩი-მატას ილეთის გამოყენებას შეეცადა, მაგრამ ღვინიაშვილის კონტრშეტევაზე წამოეგო – ეფექტური გდება იპონითაც შეფასდა.
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთ ოქრო გელა ზაალიშვილმა მოუტანა. ყველაზე მძიმე კატეგორიაში გელამ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ხისაეში ხარასავა დაამარცხა. სპეციალისტები აღნიშნავენ, გელამ საჩემპიონო იპონი შოთა ხაბარელის სტილში მოიპოვაო.