ტურ დე ფრანსი დასრულდა. მისი გამარჯვებული კოლუმბიელი ეგან ბერნალია გახდა ინეოსის გუნდიდან. ის პირველი კოლუმბილელი და პირველი ლათინოამერიკელიცაა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი ველორბოლის მოგება შეძლო. ამასთანავე ბერნალია ბოლო 110 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. ის მხოლოდ 22 წლისაა.
საფრანგეთში მცხოვრები კოლუმბიელები თანამემამულის ტრიუმფის სანახავად სპეციალურად შეიკრიბნენ ელისეს მონდვრებზე, სადაც ტურის ბოლო ეტაპის ფინიში მოეწყო.
ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპისას ელისეს მინდვრებს ტრადიციულად ყვითელი ფერებით აწყობენ და რაკი ყვითელი კოლუმბიის დროშის ფერიცაა, წლევანდელმა გაფორმებამ ორმაგი დატვირთვა შეიძინა.