ვიდრე „ბარსელონა“ იაპონური ტურნედან დაბრუნდებოდა, კატალონიაში ლეო მესი და ლუის სუარესი დაბრუნდნენ, რომლებსაც კოპა ამერიკას შემდეგ შვებულება ჰქონდათ და მცირე ხნით ანტიგუა და ბარბუდაზე შეიარეს.
ლეო ბარსელონაში დიდ ხანს არ გაჩერებულა და მთელ ოჯახთან ერთად იბიცას მიაშურა. დღე-ღამეში 5.5-ათასევროიან ნომერში ლეომ ცოტა დაისვენა და საუკეთესო მეგობრებს უხმო შვებულების ბოლო დღეების ერთად გასატარებლად.
ლუის სუარესი, ხორდი ალბა და სესკ ფაბრეგასი მეუღლეებით ესტუმრნენ ლეოს და მაგრადაც მოულხინეს. მასპინძელი ყველაზე მეტად მიეძალაო სასმელს და ფოტოებზეც სხვებზე მეტად უღაჟღაჟებს ლოყები.