პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა:
„საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი კარგად იქნება, რომელიმე გუნდს გავწვრთნი,” – უთხრა ევრამ GaZZetta dello Sport-ს.
ევრა ბრწყინვალე მარცხენა მცველი იყო. საუკეთესო პერიოდი „მონაკოში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსში“ გაატარა. 5-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, 2-ჯერ იტალიის. 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო წითელი ეშმაკების მაისურით.
საფრანგეთის ნაკრებში 81 მატჩი ჩაატარა.